ტრენინგის მეხუთე დღეს განვიხილეთ შეფასების გეგმა
მოდული 2-ში განვიხილეთ პროექტზე დაფუძნებული სწავლების შეფასება, სტანდარტების გათვალისწინება
1. მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საჭიროებების შეფასების სტრატეგიები
აღნიშნული სტრატეგიები დაეხმარება მოსწავლეებს დაუკავშირონ არსებული ცოდნა შესწავლილ საკითხს
2. წახალისების თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის უნარის შესაფასებელი სტრატეგიები
მოსწავლეები დამოუკიდებლიდ ართმევენ თავს საკითხის შესწავლას, რამდენად ხარისხიანად ასრულებენ სამუშაოს, რამდენად კარგად აღიქვამენ უკუკავშირს და აფასებენ თანაკლასელის სამუშაოს
3. პროგრესის მონიტორინგის სტრატეგიები
არაფორმალური დაკვირვება და ჩანიშვნები
დაკვირვების შედეგად გაკეთებული ჩანიშვნები ხელს უწყობს მოსწავლეების დაგეგმვას და თვალსაჩინოს ხდის საბოლოო შეფასებებს
4. სტრატეგიები გაგების შემოწმებისა და შემეცნების წახალისებისთვის
* წერილობითი ჟურნალები მთელი პროექტის მანძილზე, საკვანძო ნაწილების დროს ან პროექტის დასასრულს
* ვიდეო და ფოტოჟურნალები
5. გაგებისა და დემონსტრირების სტრატეგიები
აღნიშნულ კატეგორიაში განიხილება ორი ტიპის სტრატეგია:
* პროდუქტი და შესრულება
* პორტფოლიო და მოსწავლეთა კონფერენციები
No comments:
Post a Comment