Sunday, October 7, 2018

ტრენინგის მეცხრე დღე


ტრენინგის მე–9 დღე

ინტელის მესამე დონის ტრენინგი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა, პირველ დღეს ფავიცანით ტრენერი–დიანა მიქაძე, რომელმაც დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა, შექმნა მტად თბილი და საინტერესო სამუშაო გარემო. ამავდროულად,  ტრენინგის მონაწილეებმაც გავიცანით ერთმანეთი, გავეცანით სახელმძღვანელოებს, რითაც ვიხელმძღვანელებდით პროექტის შედგენისას.
მეორე დღეს გავიმეორეთ წინა საფეხურზე განვლილი მასალა, დავრწმუნდი, რომ დავალების შესრულება რთული არ იქნებოდა. ტრენინგის განმავლობაში საინტერესო იყო თითოეული მონაწილის მოსაზრებები პროექტებზე, გავეცანით სასწავლო მიზნებს, სტანდარტებსა და რესურსებს, 21–ე საუკუნის უნარ–ჩვევებს. გავეცანით განახლებული ბლუმის ტაქსონომიის სიტყვების გამოყენება როგორ ხდება. მოსწავლეები შეაგროვებენ, გაანალიზებენ და ორგანიზებას გაუწევენ, დაამუშავებენ და შეაფასებენ ინფორმაციას.
მესამე დღეს ვისწავლეთ ბროშურის ატვირთვა, მაკრატლის გამოყენება.
მეოთხე დღეს ვისწავლეთ სურათების ჩასმა, განვიხილეთ მოდული 2–ის შეფასებები, განვსაზღვრეთ შეფასებების ახალი მეთოდები „ვიცი, მინდა ვიცოდე.“  პროექტები შეფასდება მრავალფეროვანი რუბრიკებით, გამოვიყენეთ დაკვირვების მეთოდი, დაკვირვების ჟურნალი, ჩეკ–ლისტები, მინიშნებები, გზამკვლევები, ინტელის რსურსებში მოვიძიეთ შესაბამისი თემის ჩანაწერი, ვისწავლეთკომენტარების გაკეთება ერთმანეთის ბლოგზე და გავეცანით google drive-ის ფუნქციებს.
მეხუთე დღეს განვაგრძობდით მეოთხე ტრენინგის მასალის უკეთ შესწავლას, განვიხილეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების ფორმები.
ვისაუბრეთ სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებზე და მათ ჩართულობაზე პროექტში. ვნახეთ ერთმანეთის ნამუშევრები, გავაკეთეთ უკუკავშირი, ავტვირთეთ ბოგზე მოსწავლეთა ნამუშევრები, ვისაუბრეთ როგორ შევაფასოთ მოსწავლეების სავარაუდო ნაშრომები და როგორ მოვახდინოთ მოსწავლეთა ჩართულობა ამ პროცესში.
შვქმენით მასწავლებლისა და მოსწავლის პრეზენტაციები, ავტვირთეთ ბლოგზე სურათებით, ვიმსჯელეთ როგორ უნდა შევუწყოთ ხელი მოსწავლის თვითრეგულირებად სწავლას, გავაკეთეთ უკუკავშირი ერთმანეთის ნამუშევრებზე, ვისწავლეთ ელექტრონულ წიგნზე მუშაობა. ტრენინგს მოულოდნელი სიურპრიზიც ახლდა მეოთხე დღეს, ბლოგზე დაიდო ტრენერის მიერ გადაღებული ჩვენი ფოტოები.  განვიხილეთ როგორ უნდა იყოს დაცული მოსწავლის ნამუშევარში საავტორო უფლებები, ვისაუბრეთ წყაროს ციტირებაზე, ინტერნეტ რესურსების მოძიებაზე, მულტიმედიური რესურსების ძიება–გადმოწერა–შენახვაზე და ბიბლიოგრაფიის შექმნაზე.
ვისაუბრეთ ონლაინ კომუნიკაციების საშუალებებზე, თანამშრომლობითი სასწავლო რესურსების გამოყენებაზე ინტერნეტში მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებზე.
მეცხრე  დღეს გავიარეთ  მერვე  მოდული, მიმოვიხილეთ  პრეზენტაციის  სხვადასხვა ფორმები,ტრენერმა გვესაუბრა  რაზე  გავამახვილოთ  ყურადღება  პრეზენტაციის  დროს,
მოვისმინეთ ერთმანეთის ნამუშევრების პრეზენტაციები, შევაფასეთ და ავტვირთეთ ბლოგზე.

2 comments:

  1. წარმატებები, ქალბატონო მანანა, თქვენ ძალიან ბევრი იშრომეთ

    ReplyDelete
  2. ქალბატონო მანანა,ძალიან საინტერესო პროექტია,წარმატებებს გისურვებთ!

    ReplyDelete